13+ ასაკის მოსწავლეებისთვის · 3 თვიანი საპილოტე პროგრამა

სამართალი, კანონი, სამართლიანობა და რელევანტურობა

13+ ასაკის მოსწავლეებისთვის შექმნილი სამართლებრივი განათლების პროგრამა — რომელიც სამართლებრივ აზროვნებას, სამართლიანობის განცდას და არგუმენტაციის უნარს ავითარებს რეალურ, პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით.

ინტერესის გამოხატვა

თქვენი აზრი მნიშვნელოვანია

თქვენი აზრი მნიშვნელოვანია — ფორმის შევსება ნიშნავს ინტერესის დაფიქსირებას და კვლევაში მონაწილეობას. ეს არ წარმოადგენს ავტომატურ რეგისტრაციას. საპილოტე პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და მონაწილეები შეირჩევიან ფორმაში მოცემული პასუხების საფუძველზე.

შევსება — მოსწავლე / მშობელი

ჩვენი ფილოსოფია

სამი საყრდენი, რომელიც ქმნის სწავლის უნიკალურ გარემოს

I

ავტონომიურობა

მოსწავლე თავად მართავს სწავლას, იღებს პასუხისმგებლობას და აფასებს საკუთარ პროგრესს.

II

დაოსტატება

მიზანია უკეთესობა ყოველდღე — არა კონკურენციის, არამედ განვითარების გზით.

III

მიზანი

მოსწავლე აცნობიერებს, რომ სამართლის სწავლა მნიშვნელოვანია ყველასთვის.

„

რეალური პრობლემების გადასაჭრელად რეალური ინსტრუმენტების გამოყენება ქმნის ნდობისა და პასუხისმგებლობის უნიკალურ ატმოსფეროს

§

Legal School აერთიანებს თანამედროვე საგანმანათლებლო გამოცდილებიდან შერჩეულ მიდგომებს, რომლებსაც სამართლებრივი განათლებისთვის ვიყენებთ.

სასწავლო პროგრამები

ექვსთვიანი სასწავლო კურსი · შაბათი და კვირა · თეორია + პრაქტიკა + შემოქმედება

I

სამართლის საფუძვლები და განზომილება

მოსწავლეები ეცნობიან სამართალს, როგორც სამართლიანობისა და პასუხისმგებლობის საფუძველს და იწყებენ სამართლებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას.

ასაკი 13-18 წლის 1–1.5 თვე

მოსწავლის შედეგები — კურსის ბოლოს მოსწავლე შეძლებს:

✓განასხვავოს ცნებები „სამართალი“, „კანონი“ და „სამართლიანობა“
✓ახსნას სახელმწიფოსა და კონსტიტუციის როლი
✓გააცნობიეროს სამართლისა და ზნეობის ურთიერთკავშირი
✓გააანალიზოს სამართლებრივი პრობლემები (კაზუსები)
✓არგუმენტირებულად დაიცვას პოზიცია დებატებზე
✓შექმნას იურიდიული ტექსტი რეალური ფორმატის მსგავსად

საჯარო და კერძო სკოლებისთვის

იურიდიული სკოლა აგროვებს მონაცემებს საპილოტე პროგრამის დაგეგმვისთვის. თუ თქვენი სკოლა დაინტერესებულია შესაძლო მონაწილეობით, გთხოვთ შეავსოთ ფორმა.

დაინტერესება — სკოლებისთვის

შეფასების სისტემა

„გააკეთე შენით“ — თვითშეფასება, განვითარება და პროგრესი

შეფასების ფილოსოფია — ჩვენ ვაფასებთ პროცესს, არა მხოლოდ შედეგს

შეფასება დაფუძნებულია სამ ძირითად კომპონენტზე: თვითშეფასება, თანატოლთა შეფასება და მასწავლებლის უკუკავშირი. ყურადღება ექცევა განვითარებას, ძალისხმევასა და მოტივაციას.

თვითშეფასება

მოსწავლე ავსებს „გააკეთე შენით“ ბარათს, განსაზღვრავს მიზნებს და აანალიზებს საკუთარ პროგრესს.

თანატოლთა შეფასება

მოსწავლეები აფასებენ ერთმანეთის პრეზენტაციებს, დებატებსა და არგუმენტაციას.

მასწავლებლის შეფასება

აქცენტი ეთმობა პროცესსა და განვითარებას — მასწავლებელი აძლევს დეტალურ უკუკავშირს.

ბარათი „გააკეთე შენით” - თვითშეფასების ციფრული ინსტრუმენტი

ბარათი მოიცავს:

  • ჩემი მიზნები — რას ვსწავლობ და რატომ
  • რას მივაღწიე — კონკრეტული მიღწევები
  • ძლიერი და სუსტი მხარეები
  • შემდეგი ნაბიჯები და გეგმა
  • მასწავლებლის კომენტარი და რეკომენდაციები

საბოლოო პროექტი

წლის ბოლოს ტარდება იმიტირებული სასამართლო ან სამართლის ფესტივალი, სადაც მოსწავლეები საჯაროდ წარმოადგენენ ნამუშევრებს.

სამართლის სწავლა ცოდნასთან ერთად ზრდის მოქალაქეობრივ ცნობიერებას

Legal School დღეს მუშაობს ონლაინ ფორმატით საპილოტე რეჟიმში, ხოლო მომავალში დაემატება ფიზიკური და ჰიბრიდული სასწავლო ფორმატებიც. ახალი ეტაპების ამოქმედების ვადებს განსაზღვრავს პროგრამის განვითარების პროცესი და მოსწავლეთა ინტერესი — მიზანი კი უცვლელი რჩება: სამართლის შესწავლა გახდეს ხელმისაწვდომი, ინტერაქტიული და ღირებულებებზე დაფუძნებული გამოცდილება.

მალე დაემატება

ფიზიკური სკოლა

თბილისში მდებარე თანამედროვე სასწავლო სივრცე — გაიხსნება პროგრამის განვითარებისა და მოსწავლეთა ინტერესის მიხედვით, დიალოგისა და დებატებისთვის განკუთვნილ გარემოში.

საპილოტე ეტაპი — აქტიური

ონლაინ პლატფორმა

ციფრული რესურსები, სასწავლო მასალები და თვითშეფასების ინსტრუმენტები, ხელმისაწვდომი ნებისმიერ დროს — ეს არის Legal School-ის მიმდინარე, საპილოტე ფორმატი.

მალე დაემატება

ჰიბრიდული სწავლება

პირისპირ დისკუსიებისა და ციფრული ინსტრუმენტების კომბინაცია — დაემატება შემდეგ ეტაპზე, პროგრამის ზრდასთან ერთად, მოქნილობისა და შედეგიანობისთვის.

ხშირად დასმული კითხვები

იურიდიული სკოლა მოსწავლეს სთავაზობს პრაქტიკულ და აქტიურ სასწავლო პროცესს, სადაც ის სწავლობს მსჯელობას, საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბებას და პასუხისმგებლობის გააზრებას. სწავლება ეფუძნება დისკუსიებს, არგუმენტირებული ტექსტების წერას და რეალურ სამართლებრივ მაგალითებზე მუშაობას, რათა მოსწავლემ დაინახოს სამართლის კავშირი ყოველდღიურ ცხოვრებასთან.

დაგვიკავშირდით

მზად ვართ ვუპასუხოთ თქვენს კითხვებს

ელ.ფოსტა
legalschool.edu@gmail.com
ტელეფონი
+995 557 566 526
მისამართი
თბილისი, საქართველო